понедельник, 19 июня 2017 г.

,,ბავშვათ დაცვის საერთაშორისო დღე"

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილი  ღონისძიების  ჩატარება
                                 სასწავლო ღონისძიების გეგმა:
1.პროექტის სახელწოდება:   „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღე“
2.პროექტის იდეა (თემა) :  ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო  დღის  აღნიშვნა.
3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში , ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის უფლებებზე კანონებს, ინფორმაციას ჟენევის კონვენციაზე, სხვა აქტუალურ საკითხებს ამ თემასთან დაკავშირებით  და შეარჩევენ  ღონისძიებისათვის შესაფერის საკითხებს.
4.პროექტის პროგრამა: 
   1.მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
   2.სკოლის დირექტორის მილოცვა მოსწავლეებისადმი.
   3. ასვალტზე და სახეზე ხატვა.
   4. საზეიმო კონცერტი.
5.პროექტის  მიზანი: მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას ბავშვთა საერთაშორისო დღის  დაარსებაზე,  ჟენევის საერთაშორისო კონვენციაზე, მიიღებენ ინფორმაციას ბავშვთა დაცვის დროშაზე, მის ფერზე და გამოსახულ ბავშვებზე..პროექტზე მუშაობისას გაიღრმავებენ ცოდნას ბავშვთა უფლებებზე.
6.მონაწილეთა ასაკი:     VI კლასი და დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
7.  პროექტის ხანგრძლივობა : 20 მაისიდან 1 ივნისამდე.
8. კავშირი სხვა საგნებთან :  ქართული , ისტორია, სამოქალაქო განათლება, მუსიკა, ხელოვნება.
9.პროექტის  შედეგები:  სასკოლო ზეიმი დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა განწყობაზე და მოსწავლეებს შეექმნებათ მოტივაცია. აუმაღლდებათ ტოლერანტობის გრძნობა. მიიღებენ ინფორმაციას ბავშვთა საერთაშორისო დღის დაარსებაზე, ჟენევის კონვენციაზე. დახატავენ ასვალტზე, გადაიღებენ სურათებს.
10. სასწავლო მასალა და რესურსები:  კანონი ბავშვთა უფლებებზე, ჟენევის კონვენცია,  ფორმატი, მარკერი, საღებავები, ბუშტები, ფერადი ფანქრები და ცარცები.
11. პროექტის რისკ-ფაქტორები: მოსალოდნელი იყო მოსწავლეებს შორის სამუშაოს არაანაბარი გადანაწილება, ვერ მიაღწიონ კომპრომისს, ვერ გაინაწილონ ანაბრად საჭირო  ნივთები.  სახის ხატვის დროს საღებავის არასწორად გამოყენება გამოიწვევდა თვალის დაზიანებას, ამიტომ წინასწარ  გაფრთხილებულ იქნენ მოსწავლეები თუ როგორ ეხელმძღვანელათ შექმნილ რთულ სიტუაციაში.
12. პროექტის მსვლელობა:  1-ლ ივნისს დღის 13საათზე სკოლის ეზოში შეიკრიბნენ მოსწავლეები, რომლებიც განაწილდნენ კლასების მიხედვით  და ასფალტზე დაიწყეს ხატვა, მეორე ჯგუფი  დაკავებული იყო სახის მოხატვით. მესამე ჯგუფმა გამართა საზეიმო კონცერტი.
13. შეფასება: ადმინისტრაციის შეფასების დაფიქსირება და თვითსეფასების კითხვარის შევსება.
14.ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სამოქალაქო განათლებაში, ხელოვნებასა და მუსიკაში.
15. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა გაბედავა   manana.gabedava.blogspot.com.

                                          ბიუჯეტი
   საქონლის   დასახელება
ერთეულის რაოდენობა
ერთი ცალის ღირებულება
სულ  თანხა
1.
ფორმატი
        5ცალი
1ლარი
5 ლარი
2.
მარკერი
       8ცალი
1ლარი
8ლარი
3.
საღებავი
       2ცალი
3ლარი
6ლარი
4.
საღებავი  სახის
       2ცალი
3ლარი
6ლარი
5.
ფერადი ფანქრები
       1ცალი
2,5 ლარი
2,5 ლარი
6.
ბუშტები
      30ცალი
0.20თეთრი
6ლარი
7.
ფერადი  ცარცი
     2 ყუთი
2,70 ლარი
5.40 ლარი
8.
წებვადი ქაღალდი
    2ცალი
 2.35ლარი
4.70 ლარი




49.60ლარი

     
                           









                             ადმინისტრაციის  თვითშეფასების კითხვარი
პროექტის დაგეგმვის დროს გაითვალისწინა  მოსწავლეთა ინტერესები
              დიახ
                 არა
პროექტში ჩართული იყო  ყველა მოსწავლე
               დიახ
                არა
მიაღწია ესგ -თ გათვალიწნინებულ   შედეგს
               დიახ
               არა
პროექტი გაწერილ დროში შესრულდა
               დიახ
               არა



             
                      მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
პროექტზე მუშაობის პროცესი
ასვალტზე  ხატვა
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა

                       
                          ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
არა
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
არა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
არა
პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?
დიახ
არა

       რეფლექსია-სასწავლო პროცესის საინტერესოდ  წარმართვისათვის ეფექტური  და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება.ეს პრობლემების გადჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა. პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას,შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები, პროექტი ეძღვნებოდა ბავშვთა დაცვის  საერთაშორისო დღეს. მასში საუბარი იყო ბავშვთა უფლებებსა და მოვალეობებზე,. მუშაობის პროცესში მოსწავლეები გაეცნენ ჟენევის კონვენციას და ბავშვთა უფლებებს, დროშას. ამ პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა). გაიღრმავეს ცოდნა ქართულში, ხელოვნებაში,ისტორიასა და ისტში. გადაიღეს ფოტოები.
    პროექტის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით პროექტი გამოქვეყნდა  manana.gabedava@blogspot.com.ში


თვითშეფასება:    2017 წლის  პირველ ივნისს კორცხელის საჯარო სკოლის VIკლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება  „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღე“, რომელშიც გარადა მეექვსე კლასელებისა მონაწილეობას ღებულობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ისინი ჩართული იყვნენ შეჯიბრში ასფალტზე ხატვა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.ღონისძიების მსვლელობისას  მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღის შემოღებაზე , დროშის ფერზე, რომლის ცენტრში გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურა. გამართეს საზეიმო კონცერტი. დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორი მიესალმა და მიულოცა ეს დღე.
  მიმაჩნია , რომ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. თითქმის ყველა აქტივობის განხორციელება მოხდა გეგმის მიხედვით. ვერ განვახორციელეთ ერთი აქტივობა , სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელიც სკოლას ჰყავს, მაგრამ მომავლისთვის გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ ამ შეცდომას. ამ პროექტში ყველაზე წარმატებული  იყო ასვალტზე და სახეზე ხატვა, იმიტომ რომ მოსწავლეებმა აქ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინეს. მათთვის ყველაზე საინტერესო იყო სახეზე ხატვა , თუმცა ამას რისკ-ფაქტორიც ახლადა.
      ამ პროექტით მოსწავლეები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ისწავლეს ურთიერთპატივისცემა,  დაფასება, თანადგომა.