понедельник, 19 июня 2017 г.

პროექტი გავიცნოთ იმერეთი

        პროექტი  სახელწოდება:       გავიცნოთ იმერეთი
პროექტის   სახელწოდება
   გავიცნოთ   იმერეთი
პროექტის  აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი მხარის ისტორიულ ძეგლებს. მათ დანიშნულებასა და რეალურ მდგომარეობას. შეაგროვებენ გადმოცემებს, თქმულებებს. იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს. მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან. მოაწყობენ ექსკურსიას, გადაიღებენ სურათებს.გააკეთებენ ჩანაწერებს. მოპოვებულ ინფორმაციას გააცნობენ  თანატოლებსა  და უფროსებს.
პროექტის მიზნები
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქალაქ ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხუროთმოძრვრულ ძეგლებსა და სიწმინდეებზე. აიმაღლებენ ცოდნის დონეს, იმსჯელებენ ისტორიის დამხმარე დისციპლინაზე. მოიძიებენ ქუთაისის ისტორიულ ძეგლებსა და ეროვნულ სიწმინდეებსდა განუმტკიცდებათ პატივისცემა ეროვნული  სიწმინდის მიმართ. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ნათლად ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი. დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება.  განუვითარდებათ თანამშრომლობის, კვლევის შემოქმედებითი უნარები.
მონაწილეთა ასაკი
VI კლასი.
პროექტის ხანგრძლივობა
ორი  კვირა (8დღე)
სასწავლო პროექტის ამოცანა
მოსწავლეების მოტივაცია ისტორიულ ძეგლზე ექსკურსია. ყურადღების კონცენტრაცია. საპროექტო  ჯგუფების ჩამოყალიბება. პროექტის გეგმის  შემუშავება ჯგუფებში. სამუშაო ვადების დადგენა. პრეზენტაცია.  შეფასება.
კავშირი ეროვნულ გეგმასთან
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საგნებში: ისტორია,გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, გამოუმუშავდებათ საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სასწავლო პროექტის მნივნელობა, აქტუალობა
ეს პროექტი ორიენტირებულია მოსწავლეებზე, მათი სწავლის მოტივაციის გაღვივებაზე. იგი მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს: დამოუკიდებელი კვლევის თანამშრომლობის კომუნიკაბელობის , წყვილებში   მუშაობის, ჯგუფური მუშაობის, შმოქმედებითი აზროვნების, დაკვირვების, დაგეგმვის, მონაცემთა შეგროვება-ანალიზის, კვლევის შედეგების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.

რა შედეგამდე მიგვიყვანს სასწავლო პროექტი

მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ქუთაისში, გადაიღებენ სურათებს. მოიძიებენ მასალებს გააკეთებენ  ჩნაწერებს. გამოუშვებენ კედლის გაზეთს დაფოტო- სურათების გამოფენას თვალსაჩინოებისათვის.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ეროვნული სასწავლო გეგმა საქართველოს ისტორიის  ნარკვევებიდან მოძიებული  მასალა. ინტერნეტი (wikipedia.org. ytubi , gogle. ge) ხალხში  შემორჩენილი ლეგენდები, თქმულებები, ლექსები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, პასტელები, პლასტელინი, საკვები.
პასუხისმგებელი პირი
პროექტის ხელმძღვანელი-მანანა გაბედავა
მოსწავლეთა  მშობლები.
სარგებელი სხვებისთვის
ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას  ქუთაისის შესახებ.
პროექტის განხორციელება
Iეტაპი: მინი ლექცია. 45 წთ. მოსწავლეებს უჩვენებს რუქას, რომელზეც იმერეთის (ქუთაისის) ისტორიული ძეგლებია აღნიშნული (ჩვენ უკვე მოვლილი გვაქვს ჩვენი სოფლის კორცხელის ისტორიული ძეგლები: ჩიჟისკარის ციხის ნანაგრევები და კორცხელის დედატა მონასტერი) და ვუჩვენებ ადგილს ,სადაც უნდა გაემგზავრონ და დაათვალიერონ ეს არაჩვეულებრივი ადგილები.
 მასწავლებელი  შექმნის ჯგუფებს და გადაანაწილებს დავალებებს.
 Iჯგუფი: შეისწავლიან სათაფლიის აღმოჩენის ისტორიას.
I Iჯგუფი:  შეისწავლიან გელათის ისტორიას და ეპოქას.
I I I-ჯგუფი: შეისწავლიან  მოწამეთიის ისტორიას და  გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობას.
IV-ჯგუფი:  კი მოიძიებენ და დაახასიათებენ  ბაგრატის ტაძარის არქიტექტურას, რატომ არის  ის განსაკუთრებული.
I I-ეტაპი:   3 დღე (1საათი და 35 წთ) მოსწავლეები შეაჯამებენ მოძიებულ ინფორმაციას  (პრეზენტაცია) და გააცნობენ აუდიტორიას. სათანადოდ შეაფასებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გაიხსენებენ მეხუთე კლასში ნასწავლ მასალას სათაფლიაზე, დავით აღმაშენებელზე და გაიმართება დისკუსია.
I I I-ეტაპი. 45 წთ . უკვე მოძიებულ და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით  მოწვეულ იქნება მშობელთა კრება და მოხდება ხარჯთა აღრიცხვის წარმოება.  გეოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით  გავიგებთ თუ რა მანძილითაა დაშორებული ჩვენთვის საინტერესო ობიექტი, რის საფუძველზეც შეირჩევა ტრანსპორტის სახეობა  და განისაზღვრება საწვავისა და საკვების ხარჯი. ოფიციალურად მივმართავთ სკოლის ადმინისტრაციას და მოვითხოვთ ნებართვას კლასის ექსკურსიაზე წასაყვანად.

IVეტაპი:  (ერთი დღე) მიემგზავრებიან  სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ქუთაისში მეექვსე კლასის მოსწავლეებთან , მშობლებთან , მასწავლებლებთან  და კლასის დამრიგებელთან ერთად. ათვალიერებენ აღნიშნულ ადგილებს, სადაც მოსწავლეები უკვე აზუსტებენ მიღებულ  ინფორმაციას გიდის მეშვეობით.
V ეტაპი;   45 წთ. მოხდება გადაღებული  ფოტოსურათების , ჩანახატების, მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება, კედლის გაზეთის გამოშვება პრეზენტაცია და მასალების შეჯამება.
VI ეტაპი :( ორი გაკვეთილი)45 წთ .მოხდება პროექტის პრეზენტაცია- შეფასება, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი  დაკვირვების ობიექტს, თან დაურთავენ ისტორიული ძეგლის სურათებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს და ბოლოს მოხდება შეფასება.



 პროექტის რისკ-ფაქტორი
ექსკურსიის დროს სესაძლებელიიყო, რაიმე არასასურველ შემთხვევას ჰქონოდა ადგილი, ამიტომ მოსწავლეებს თან ახლდა მშობლები. შესაძლებელი მოსწავლეთა მხრიდან უყურადღებობა, რაც გამოიწვევდა  ცუდ შედეგს,ამიტომ წინასწარ ჩაუტარდათ ინსტრუქცია უსაფრთხოების ზომებზე.
პროექტის მსვლელობა
2ივნისს  დილის 8 საათზე გასვლა  კორცხელიდან, ჩასვლა ქუთაისში. სათაფლიის, გელათის, მოწამეთის , ბაგრატის ტაძრის დათვალიერება, გასართობ პარკში სეირნობა და კორცხელში  დაბრუნება

      შეფასება

პრეზენტაციის გაკეთება,  ფორმატზე,  კედლის გაზეთის გამოშვება. მოსწავლეთა  თვითშეფასების  კითხვარის შევსება.  ადმინისტრაციის შეფასების დაფიქსირება.

პროექტის ხელმძღვანელი

მანანა გაბედავა
mananagabedava.blogspot.com

                         პროექტის მონიტორინგი



აქტივობა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
შემსრულებელი
1.
შედეგების დელეგირება










მე-6 კლასი
2.
პროექტის დაგეგმვა










მე-6 კლასის მასწავლებელი მანანა გაბედავა
3.
ინფორმაციის მოძიება:სათაფლიაზე, გელათზე, მოწამეთასა დაბაგრატის ტაძარზე.










მოსწავლეები
4.
ინფორმაციის  დამუშავება










მოსწავლეები
5.
ფოტო-ვიდეო რესურსის მოძიება










მოსწავლეები, მასწავლებელი
6.
იმერეთის მონახულება და დათვალიერება










მე-6 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები
7.
შთაბეჭდილებების გაზიარება,პრეზენტაციისათვის
მზადება.










მე-6 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები
8.
პრეზენტაცია










ყველა მოსწავლე



                            საბოლოო შედეგი--რეფლექსია
    ჩემი აზრით, ჩვენს მიერ  დაგეგმილი სასწავლო- შემეცნებითი  ექსკურსია გამოიღებს შედეგს. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა საგნებში (ქართული, ისტორია, ბუნება, ხელოვნება), გამოიმუშავებენ დამოუკიდებელი კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან სხვადასხვა წყაროების გამოყენებას. პრეზენტაციის დროს განუვითარდებათ შემოქმედებითობა. დისკუსიის დროს კი ისწავლიან კრიტიკული აზრის გამოთქმას და მის გააზრებას. გამოიმუშავებენ თანამშრომლური მუშაობის უნარ-ჩვევას.ასეთი მუშაობით მიიღწევა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში  გამოყენება, გარდა ამისა  მიეჩვევიან  ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასაც. აგრეთვე ხელს შეუწყობს ერთმანეთთან დამეგობრობას, კომუნიკაბელობას , ურთიერთპატივისცემას.
    ამ სასწავლო პროექტმა მოსწავლეებს ასწავლა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ეროვნულ საუნჯეს, იმდენად დიდი იყო მოსწავლეთა ინტერესი, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ 12 ოქტომბერს ისევ ეწვიონ მოწამეთას და იხილონ როგორ წითლდება ამ დღეს მდინარე წყალწითელა. იმერეთის ღირსშესანიშნაობების ნახვამ მოსწავლეებს ეროვნული სიწმინდეებისადმი პატივისცემა და სიყვარული გაუღრმავდათ.

                   პროექტის ხელმძღვანელი: მანანა გაბედავა
 რესურსების დასახელება.
მიკროავტობუსი---1
გიდი           ----------1
სურსათი
წყალი ---------------10ლიტრი
ფოტოაპარატი
ფორმატი-------------2ცალი
მარკერი --------------4ცალი
                                                ბიუჯეტი


რაოდენობა
ერთეულის ფასი
თანხა
1.
მიკროავტობუსი
1
170ლ
170ლარი
2.
გიდი
1
3ლ
110ლარი
3.
სურსათი


100ლარი
4.
წყალი
10ლიტრი
1ლ
10ლარი
5.
ფორმატი
2
1ლ
2ლარი
6.
მარკერი
4
1ლ
4ლარი

ჯამი


397ლარი

თვითშეფასება:   2017 წლის 2ივნისს  კორცხელის საჯარო სკოლის  VI კლასელები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე მარუშუტით კორცხელი-ქუთაისი-კორცხელი. დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა პროექტის განხორციელებას.
           მე ძალიან  მომეწონა ქუთაისი და მისი ისტორიული  ღირსშესანიშნაობები ჩემთვის ძალიან ემოციური  იყო ამ ყველაფრის ნახვა .მე მსურდა იგივე  ემოციები ჰქონოდათ ჩემს მოსწავლეებსაც. ჩემმა იმედმა გაამართლა. ჩვენ აღფრთოვანებით ვმუშაობდით პროექტზე. ჩამოვწერეთ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა  ( ავტობუსი, ფოტოაპარატი,საჭირო საკითხები , რაც უნდა მოგვეძია ინტერნეტით.......)რაშიც აქტიურები იყვნენ  მოსწავლეები   და მშობლები.
   მშობლების თანადგომითა და ადმინისტრააციის დახმარებით ეს პროექტი  განვახორციელეთ. მოსწავლეებში  აღფრთოვანებანა  გამოიწვია სათაფლიის მღვიმის, დინოზავრის ნაკვალევისა და ტყის ნაკრძალის დათვალიერებამ.  მათ ერთმანეთს შეადარეს მოძიებული  მასალა და თვალით დანახული.  შემდეგ გავემართეთ გელათის მონასტერისაკენ, სადაც  გიდმა ბავშვებს დავითის ეპოქა დაუხასიათა, ნახეს დავითის საფლავი, განსაკუთრეული ინტერესი დარუბანდიდან ჩამოტანილი კარის ნახვამ გამოიწვია. აქვე ნია კვარაცხელიამ წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი  „ ფეხი დამადგით“. მოწამეთის მონასტრისა და დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდანების ნახვამ მოსწავლეები აღაფრთოვანა, მათ გადაწყვიტეს,რომ 12 ოქტომბერს ისევ ეწვიონ მოწამეთას და ნახონ თუ როგორ წითლდება მდინარე  .
     სკოლაში დაბრუნებულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გადმოსცეს. გამოუშვეს კედლის გაზეთი. მოაწყვეს სურათების გამოფენა.
    ნაწილობბრივ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. თითქმის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად, ვერ განხორციელდა ერი აქტივობა, კერძოდ ვერ დავათვალიერეთ  ბაგრატის ტაძარი. იმიტომ რომ დროში ვერ ჩავეტიეთ. ყველაზე წარმატებული იყო სათაფლიის, გელათისა და მოწამეთის აქტივობები. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა ისწავლეს გუნდური მუშაობა ერთმანეთთან ურთიერთობა,  კომუნიკაბელობა, შრომის ფასი , თავიანთი ინტერესებისა და სხვისი აზრის გაზიარება.ურთიერთყურადღება, დახმარების გაწევა.
 ხშრად უნდა მოეწყოს სასწავლო ექსკურსიები, რაც გააუმჯობესებს მოსწავლეთა ურთიერთობებს, გახდებიან ტოლერანტები, მეგობრულები და მოსიყვარულეები. ისწავლიან თანადგომასა და ურთიერთდახმარებას.
    მომავლისთვის დავხვეწთ დროის ლიმიტს და უფრო ორგანიზებულად გავანაწილებთ დროს, რადგან არ დაგვრჩეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეუსრულებელი.



                 მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
პროექტზე მუშაობის პროცესი
პრეზენტაცია
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა

                         ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
არა
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
არა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
არა
პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?
დიახ
არა




























Комментариев нет:

Отправить комментарий